GNSC - National Screening Center
  • Home
  • Contact
  • Sitemap
  • Facebook
       
ა(ა)იპ ეროვნული სკრინინგ ცენტრი დაფუძნებულია თბილისის მერიის მიერ 2008 წელს. ცენტრის მიზანია სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკის გზით.  დაფუძნებიდან მცირე ხანში, ეროვნული... ვრცლად
ჩვენთვის ქველმოქმედება გადარჩენილ სიცოხლეს მიშნავს, თქვენთვის კი მადლიერების ასეთ სიტყვებს: "თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ" – ეს ჩანაწერი სკრინინგის პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთმა ქალბატონმა თქვენ, ქველმოქმედებს... ვრცლად
სიახლეები
13-10-2018
ლასლო თაბარი ექიმებისთვის ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკის მულტიდისციპლინურ კურსს ატარებს

ეროვნული სკრინინგ ცენტრის 10 წლის იუბილესა და ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვესთან „ვარდისფერ ოქტომბერთან“ დაკავშირებით, 13-14 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმროში „ჰოლიდეი ინ“, შვედეთიდან მოწვეული საერთაშორისო ექსპერტი, რადიოლოგი, მამოგრაფიის სწავლების კურსის ხელმძღვანელი, პროფესორი ლასლო თაბარი ექიმებისთვის ატარებს ტრენინგს თემაზე - „ძუძუს დაავადებების გამოვლენა და დიაგნოსტიკა მულტიდისციპლინური მიდგომით“. 

ვრცლად
02-10-2018
მამოგრაფიის სწავლების კურსი
ეროვნული სკრინინგ ცენტრის 10 წლის იუბილესა და “ვარდისფერ ოქტომბერთან“ დაკავშირებით, რომელიც ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვეა, 13-14 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმროში „ჰოლიდეი ინ“, შვედეთიდან მოწვეული საერთაშორისო ექსპერტი, რადიოლოგი, მამოგრაფიის სწავლების კურსის ხელმძღვანელი, პროფესორი ლასლო თაბარი ექიმებისთვის ჩაატარებს ტრენინგს თემაზე - „ძუძუს დაავადებების გამოვლენა და დიაგნოსტიკა მულტიდისციპლინური მიდგომით“.
ვრცლად
02-10-2018
დიდუბის რაიონის გამგეობაში სკრინინგის პროგრამების თაობაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვესთან - „ვარდისფერ ოქტომბერთან“ დაკავშირებით, ეროვნულმა სკრინინგ ცენტრმა თბილისის მუნიციპალიტეტის გამგეობებში საინფორმაციო აქცია დაიწყო, რომელიც მიმართულია დაავადებათა სკრინინგის პროგრამის თაობაზე მოსახლეობის ინფორმირებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისაკენ.
ვრცლად
17-09-2018
სლოვენიელმა სპეციალისტებმა სკრინინგ ცენტრის ექიმებმა ძუძუს კიბოს სკრინინგის კურსი ჩაატარეს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ორგანიზებით ეროვნული სკრინინგ ცენტრის სამედიცინო და ადმინისტრაციული პერსონალისთვის სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოში ერთკვირიანი ტრენინგ-კურსი - სარძევე ჯირკვლის რენტგენოგრაფიული გამოსახულების ხარისხი და უსაფრთხოება (National Training Course on Quality and Safety in Breast Imaging)  ჩატარდა. სატრენინგო კურსი ჩაატარეს სლოვენიაში ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამის ხელმძღვანელმა და წამყვანმა რადიოლოგმა, მედიცინის დოქტორმა მაქსიმილიან კადივეცმა, სლოვენიაში ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ, რადიოლოგმა, მედიცინის დოქტორმა  ქრისტინა ჰერტლიმ, რადიოგრაფერმა, ძუძუს პოზიციონირებისა და ხარისხის კონტროლის ტრენერმა ვერონიკა კუტნარმა.

ვრცლად
17-08-2018


მამოგრაფიის სწავლების კურსი ეროვნული სკრინინგ ცენტრის 10 წლის იუბილესა და “ვარდისფერ ოქტომბერთან“ დაკავშირებით, რომელიც ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვეა, 13-14 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმროში „ჰოლიდეი ინ“, შვედეთიდან მოწვეული საერთაშორისო ექსპერტი, რადიოლოგი, მამოგრაფიის სწავლების კურსის ხელმძღვანელი, პროფესორი ლასლო თაბარი ექიმებისთვის ჩაატარებს ტრენინგს თემაზე - „ძუძუს დაავადებების გამოვლენა და დიაგნოსტიკა მულტიდისციპლინური მიდგომით“.

ვრცლად
09-08-2018
ახალი თაობის მამოგრაფი Senographe Pristina გლდანში, ეროვნულ სკრინინგ ცენტრში

გლდანში, ეროვნულმა სკრინინგ ცენტრმა მუშაობა სატესტო რეჟიმში დაიწყო, სადაც 3-5 აგვისტოს ამერიკული კომპანიის General Electric ბოლო თაობის მამოგრაფის Senographe Pristina მახასიათებლებებისა და მუშაობის სპეციფიკის შესასწავლად რადიოლოგებისა და რადიოგრაფერებისთვის პრაქტიკული ტრენინგი ჩატარდა.

ვრცლად
09-07-2018
სკრინინგ ცენტრი სკრინინგის პროგრამების შესახებ აბიტურიენტების გულშემატკივრებისთვის ინფორმაციის მიწოდებას განაგრძობს
ეროვნულმა სკრინინგ ცენტრმა კიდევ ოთხი საგამოცდო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე აბიტურიენტების მშობლებისა და გულშემატკივრებისთვის სასმელი წყალი და სკრინინგის უფასო პროგრამების შესახებ საინფორმაციო ბეჭდური მასალა დაარიგა.
ვრცლად
02-07-2018
სკრინინგის მუნიციპალური პროგრამების შესახებ აბიტურიენტების მშობლებსა და გულშემატკივრებს ინფორმაცია მიეწოდათ

ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ საგამოცდო დღეს, ეროვნული სკრინინგ ცენტრის წარმომადგენლებმა თბილისის N175, N173, N39, N177, N207 საჯარო სკოლებში მოწყობილი საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე აბიტურიენტების მშობლებსა და გულშემატკივრებს სასმელი წყალი და სკრინინგის უფასო პროგრამების შესახებ საინფორმაციო ბეჭდური მასალა დაურიგეს.

ვრცლად
13-06-2018
ჯანდაცვის სფეროს იაპონელი ექსპერტები ეროვნულ სკრინინგ ცენტრში

ეროვნულ სკრინინგ ცენტრს კომპანია "ნომურა რესერჩ ინსტიტუტის” ჯანდაცვის სფეროს ექსპერტ–კონსულტანტი მაიუკო ტანიგუჩი ესტუმრა.

ვრცლად
20-05-2018
თბილისში ტრენინგი -„კოლპოსკოპიის გაღრმავებული კურსი“ მიმდინარეობს

მეორე დღეა ქ. თბილისში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სასწავლო-სატრენინგო ცენტრში ტრენინგი -„კოლპოსკოპიის გაღრმავებული კურსი“(Advance Colposcopy Course) მიმდინარეობს.

ვრცლად
19-05-2018
ევროპელი სპეციალისტები ქართველი ექიმებისთვის კოლპოსკოპიის გაღრმავებულ კურსს ატარებენ

ეროვნული სკრინინგ ცენტრის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისში ორდღიანი ტრენინგი - „კოლპოსკოპიის გაღრმავებული კურსი“ (Advance Colposcopy Course) დაიწყო. ტრენინგი ეროვნული სკრინინგ ცენტრის, ევროპის კოლპოსკოპიის ფედერაციისა (EFC) და საქართველოს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის და კოლპოსკოპიის საზოგადოების ორგანიზებით საქართველოში პირველად ტარდება და მას ქართველი მეან-გინეკოლოგები, რეპროდუქტოლოგები და ონკო-გინეკოლოგები, ასევე, სკრინინგულ პროგრამაში მომუშავე ექიმები გაივლიან.

ვრცლად
02-05-2018
ჩეხმა ექსპერტებმა ეროვნული სკრინინგ ცენტრის ლაბორატორიის მუშაობა დადებითად შეაფასეს
ჩეხეთის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიამ ეროვნული სკრინინგ ცენტრის ციტოლოგიური ლაბორატორიის მუშაობა დადებითად შეაფასა და დასკვნაში ხაზი გაუსვა მისი მაღალ სანდოობას და საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობა
ვრცლად
17-04-2018
ეროვნულ სკრინინგ ცენტრს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი ესტუმრა
ეროვნულ სკრინინგ ცენტრს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი ესტუმრა ეროვნულ სკრინინგ ცენტრს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი იუკია ამანო ესტუმრა და ცენტრისთვის საჩუქრად გადაცემული თანამედროვე ციფრული მამოგრაფის მუშაობას ადგილზე გაეცნო.
ვრცლად
12-04-2018
„კოლპოსკოპიის გაღრმავებული კურსი“ (Advance Colposcopy Course).
ეროვნული სკრინინგ ცენტრის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 2018 წლის 19-20 მაისს ქალაქი თბილისი ტრენინგს -„კოლპოსკოპიის გაღრმავებული კურსი“(Advance Colposcopy Course) მასპინძლობს. ტრენინგი ეროვნული სკრინინგ ცენტრის, ევროპის კოლპოსკოპიის ფედერაციის (EFC) და საქართველოს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის და კოლპოსკოპიის საზოგადოების ორგანიზებით საქართველოში პირველად იმართება.
ვრცლად
12-04-2018
კამპანია სკრინინგის პროგრამებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით
ეროვნულ სკრინინგ ცენტრში თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძე იმყოფებოდა და ცენტრის მუშაობას ადგილზე გაეცნო. სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ ცენტრში გახსნილი ახალი სამედიცინო აპარატურა დაათვალიერებინა და მიმდინარე პროგრამებსა და სერვისებზე მიაწოდა ინფორმაცია. 
ვრცლად
26-01-2018
საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის კვირეული - აქცია თბილისის მეტროში



საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის კვირეულის ფარგლებში, ეროვნულმა სკრინინგ ცენტრმა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ  ერთობლივი აქცია გამართეს და დღესასწაულის აღსანიშნავად, მეტროს მგზავრ ქალბატონებს სიმბოლური საჩუქრები, გულსაბნევი "სიბრძნის მარგალიტები" გადასცეს. აქცია მიზნად ისახავდა დაავადებათა სკრინინგის პროგრამის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ინფორმაციის გავრცელებას იმ უფასო გამოკვლევების შესახებ, რომელსაც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სრულად აფინანსებს თბილისის მერია.

ვრცლად
24-01-2018
სკრინინგის პროგრამის შესახებ SOS ბავშვთა სოფლში ლექცია გაიმართა



საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის კვირეულის ფარგლებში, ეროვნულმა სკრინინგ ცენტრმა, „SOS ბავშვთა სოფლის“ ოჯახის გაძლიერების პროგრამის ბენეფიციარებისთვის, ლექცია გამართა. ეროვნული სკრინინგ ცენტრის ექიმ-გინეკოლოგმა, ნანა გვეტაძემ სოციალურად დაუცველ დედებს მიაწოდა ინფორმაცია საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკების, მისი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესახებ, ხოლო ცენტრის დირექტორმა, ეთერ კიღურაძემ დეტალურად მიმოიხილა დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ყველა ის კომპონენტი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას აძლევს უფასო გამოკვლევები ჩაიტარონ.

ვრცლად
20-12-2017
ეროვნული სკრინინგ ცენტრის კიდევ ერთი საერთაშორისო წარმატება



ეროვნული სკრინინგ ცენტრის ექიმებმა - თამარ ალიბეგაშვილმა, თამუნა გოგოლაძემ და ქეთევან მანჯგალა ძემ წარმატებით გაიარეს კოლპოსკოპიის და საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის საერთაშორისო ფედე-რაციის (IFCPC), კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს (IARC) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UN FPA)  მიერ ორგანიზებული საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის  დისტანციური სწავლების კურსი და ჩააბარეს ფინალური (ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური) გამოცდა (OSCE), რომელიც  გაიმართა საფრანგეთში, ქალაქ ლიონში.

ვრცლად
27-10-2017
საერთაშორისო სემინარი საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მართვის და კლინიკურ საკითხებზე



24-26 ოქტომბერს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა საერთაშორისო სემინარი საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მართვის და კლინიკურ საკითხებზე. ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და  საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მუნიციპალური პროგრამის მიმწოდებელი სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სემინარი ჩაუტარეს ირლანდიის ნაციონალური სკრინინგის ცენტრის და ევროპის საშვილოსნოს ყელის კიბოს ასოციაციის ექსპერტებმა.

ვრცლად
02-10-2017
რიყის პარკში ვარდისფერი ყვავილებისგან ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო სიმბოლო შეიქმნა



რიყის პარკში, ეროვნული სკრინინგ ცენტრის ინიციატივითა და თბილსერვისჯგუფის მხარდაჭერით, თბილისის სახელწმიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ვარდისფერი ყვავილებისგან ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო სიმბოლო შექმნეს.

ვრცლად
02-10-2017
ეროვნული სკრინინგ ცენტრის ინიციატივითა და თბილსერვის ჯგუფის მხარდაჭერით, თბილისის ანძა ვარდისფრად განათდა



ეროვნული სკრინინგ ცენტრის ინიციატივითა და თბილსერვის ჯგუფის მხარდაჭერით, თბილისის ანძა ვარდისფრად განათდა. აქცია „ვარდისფერი ოქტომბრის“ საერთაშორისო კამპანიის ნაწილია და ხორციელდება ძუძუს კიბოს შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით.

„ძუძუს კიბოს დამარცხება შესაძლებელია და ჩვენი მიზანია, „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში, კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას ავთვისებიანი პათოლოგიების თავიდან აცილების გზებზე; ხელი შევუწყოთ სკრინინგის პროგრამების პოპულარიზაციას; ყველას მივაწვდინოთ მთავარი გზავნილი, რომ კიბოს თავიდან აცილების საუკეთესო გზა ადრეული დიაგნოსტიკაა და 

ვრცლად
07-06-2017
ეროვნული სკრინინვ ცენტრის დირექტორმა თანამშრომლებს სამომავლო გეგმები გააცნო



„ჩემთვის ამ ცენტრის ხელმძღვანელობა არის უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივი, განსაკუთებით ბატონი რემა ღვამიჩავას შემდეგ. მით უფრო, რომ უნდა ვითანამშრომლო პროფესიონალების გუნდთან, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ“, - ამ სტიყვებით დაიწყო შეხვედრა ეროვნული სკრინინგ ცენტრის თანამშრომლებთან, რომელთაც ორგანიზაციის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ სამომავლო გეგმები და ხედვები გააცნო.

ვრცლად
05-06-2017
ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ, კომპანია „პეპსიკოში“ დაავადებათა სკრინინგის პროგრამის შესახებ ლექცია გამართა



ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ, კომპანია „პეპსიკოში“ დაავადებათა სკრინინგის პროგრამის შესახებ ლექცია გამართა. მან კომპანიის თანამშრომლებს მიაწოდა ინფორმაცია იმ უფასო გამოკვლევების თაობაზე, რომლებსაც თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის სრულად აფინანსებს თბილისის მერია.

ვრცლად
29-05-2017
ეროვნული სკრინინგ ცენტრი მონაწილეობას იღებდა თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალში



ეროვნული სკრინინგ ცენტრი მონაწილეობას იღებდა თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალში. 4 დღის განმავლობაში, ცენტრის თანამშრომლებმა გაავრცელეს საინფორმაციო-ბეჭდური მასალა დაავადებათა სკრინინგის პროგრამის შესახებ.

ვრცლად
18-05-2017
პროფესორ რემა ღვამიჩავას გაცილება



ეროვნული სრკინინგ ცენტრის თანამშრომლებმა, პროფესორ რემა ღვამიჩავას გაცილება მოუწყვეს. რემა ღვამიჩავა, დაფუძნების დღიდან, 2008 წლიდან, იკავებდა ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორის თანამდებობას და სხვა მრავალ პიროვნულ თუ პროფესიულ მიღწევასთან ერთად, მის სახელთან ასოცირდება კიბოს სკრინინგის პროგრამის განვითარებაც.

ვრცლად