GNSC - National Screening Center
  • Home
  • Contact
  • Sitemap
  • Facebook
       
ა(ა)იპ ეროვნული სკრინინგ ცენტრი დაფუძნებულია თბილისის მერიის მიერ 2008 წელს. ცენტრის მიზანია სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკის გზით.  დაფუძნებიდან მცირე ხანში, ეროვნული... ვრცლად
ჩვენთვის ქველმოქმედება გადარჩენილ სიცოხლეს მიშნავს, თქვენთვის კი მადლიერების ასეთ სიტყვებს: "თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ" – ეს ჩანაწერი სკრინინგის პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთმა ქალბატონმა თქვენ, ქველმოქმედებს... ვრცლად

ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვა

უფასოა 25-დან 70 წლის ჩათვლით, ქ.თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქე ქალებისთვის (მათ შორის ქ.თბილისში რეგისტრირებული დევნილებისთვის ), ვინც განეკუთვნება გარკვეულ რისკ-ჯგუფებს. პროგრამა ითვალისწინებს ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერით გამოკვლევას, პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის პროცესის მეთვალყურეობას ენდოკრინოლოგის მიერ და საჭიროების შემთხვევაში, სისხლში თირეოტროპული ჰორმონის (TSH) გამოკვლევას; ასევე, უფასოდ, ბიოფსიას და მიღებული მასალის ციტოლოგიურ კვლევას. თუ გამოკვლევამ პათოლოგია არ გამოავლინა, განმეორებითი ვიზიტი იგეგმება 5 წლის შემდეგ.