GNSC - National Screening Center
  • Home
  • Contact
  • Sitemap
  • Facebook
       
ეროვნულმა სკრინინგ ცენტრმა საქმიანობა დაიწყო 2008 წლის 1 მაისს. სკრინინგის პროგრამის სახელმწიფო დონეზე განხორციელების იდეა ეკუთვნის საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის საბჭოს, რომლის თამჯდომარეა საქართველოს... ვრცლად
ჩვენთვის ქველმოქმედება გადარჩენილ სიცოხლეს მიშნავს, თქვენთვის კი მადლიერების ასეთ სიტყვებს: "თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ" – ეს ჩანაწერი სკრინინგის პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთმა ქალბატონმა თქვენ, ქველმოქმედებს... ვრცლად

სარძევე ჯირკვლის კიბოს სკრინინგის პროგრამა

თუ ხართ 40-დან 70 წლამდე ასაკის, საქართველოს მოქალაქე, ძუძუს კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით, თქვენ უფასოდ გეკუთვნით შემდეგი გამოკვლევები:

  • მამოლოგის კონსულტაცია;
  • მამოგრაფია;
  • ექოსკოპია (საჭიროების შემთხვევაში);
  • ციტოლოგია (საჭიროების შემთხვევაში). 

რა არის მამოგრაფია?

მამოგრაფია გულისხმობს  სარძევე ჯირკვლის რენტგენოლოგიურ კვლევას. კვლევის ამ მეთოდით შესაძლებელია პათოლოგიური პროცესების აღმოჩენა, რომელთა ადრეულ ეტაპზე გამოვლენის შემთხვევაში, განკურნება 100-დან 98 შემთხვევაშია შესაძლებელი.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ აღმოაჩენთ: სიმსივნურ წარმონაქმნს ძუძუში ან იღლიის ფოსოში, ძუძუს კანის სიწითლეს ან სიმხურვალეს, ლიმონის ქერქისებურ კანს, ძუძუს კანის შეჭმუხვნას, უჩვეულო ტკივილს ძუძუში, წვას და სიწითლეს დვრილის არეში, დვრილის ჩაბრუნებას, სისხლიან ან სხვა სახის გამონადენს დვრილიდან.

როგორ ჩავერთო სკრინინგის პროგრამაში?

დარეკეთ ეროვნული სკრინინგ ცენტრის საინფორმაციო სამსახურის ტელეფონის ნომერზე 220 35 35, რომელზეც მიიღებთ ინფორმაციას იმ კლინიკების შესახებ, სადაც კიბოს სკრინინგის პროგრამა მოქმედებს. საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად,  შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის ტერიტორიულად ხელსაყრელი სამედიცინო დაწესებულება და იქ ჩაიტაროთ გამოკვლევები.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ეს ბმული.