GNSC - National Screening Center
  • Home
  • Contact
  • Sitemap
  • Facebook
       
ა(ა)იპ ეროვნული სკრინინგ ცენტრი დაფუძნებულია თბილისის მერიის მიერ 2008 წელს. ცენტრის მიზანია სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკის გზით.  დაფუძნებიდან მცირე ხანში, ეროვნული... ვრცლად
ჩვენთვის ქველმოქმედება გადარჩენილ სიცოხლეს მიშნავს, თქვენთვის კი მადლიერების ასეთ სიტყვებს: "თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ" – ეს ჩანაწერი სკრინინგის პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთმა ქალბატონმა თქვენ, ქველმოქმედებს... ვრცლად

ახალი თაობის მამოგრაფი Senographe Pristina გლდანში, ეროვნულ სკრინინგ ცენტრში


გლდანში, ეროვნულმა სკრინინგ ცენტრმა მუშაობა სატესტო რეჟიმში დაიწყო, სადაც 3-5 აგვისტოს ამერიკული კომპანიის General Electric ბოლო თაობის მამოგრაფის Senographe Pristina მახასიათებლებებისა და მუშაობის სპეციფიკის შესასწავლად რადიოლოგებისა და რადიოგრაფერებისთვის პრაქტიკული ტრენინგი ჩატარდა.

ტრენინგი ამერიკული კომპანია GE-ის მოწვეულმა ექსპერტმა ჩაატარა.

ამასთან, ინსტალაციისა და ტექნიკურად გამართვის მიზნით, აღნიშნულ ცენტრში ინჟინერების ჯგუფი იმყოფებოდა.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის, საქართველო ერთადერთია, რომელსაც უახლესი თაობის მამოგრაფი Senographe Pristina აქვს, რომელიც მინიმალური დოზით დასხივებით, გამოსახულების მაღალი ხარისხითა და მამოგრაფიული სურათის დამუშავების დამატებითი ფუნქციებით გამოირჩევა.