GNSC - National Screening Center
  • Home
  • Contact
  • Sitemap
  • Facebook
       
ა(ა)იპ ეროვნული სკრინინგ ცენტრი დაფუძნებულია თბილისის მერიის მიერ 2008 წელს. ცენტრის მიზანია სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკის გზით.  დაფუძნებიდან მცირე ხანში, ეროვნული... ვრცლად
ჩვენთვის ქველმოქმედება გადარჩენილ სიცოხლეს მიშნავს, თქვენთვის კი მადლიერების ასეთ სიტყვებს: "თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ" – ეს ჩანაწერი სკრინინგის პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთმა ქალბატონმა თქვენ, ქველმოქმედებს... ვრცლად

სკრინინგ ცენტრი სკრინინგის პროგრამების შესახებ აბიტურიენტების გულშემატკივრებისთვის ინფორმაციის მიწოდებას განაგრძობს

ეროვნულმა სკრინინგ ცენტრმა კიდევ ოთხი საგამოცდო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე აბიტურიენტების მშობლებისა და გულშემატკივრებისთვის სასმელი წყალი და სკრინინგის უფასო პროგრამების შესახებ საინფორმაციო ბეჭდური მასალა დაარიგა.

საინფორმაციო კამპანიის მეორე ეტაპზე ცენტრის წარმომადგენლებმა N117, N133, N103, N147 საჯარო სკოლებში მოწყობილი საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაატარეს აქცია და ამით სრულად მოიცვეს თბილისის ცხრავე საგამოცდო ცენტრი.

აქციაზე ინტერესი გამოხატეს მნიშვნელოვან თემებზე, მათ შორის, რას გულისხმობს სკრინინგი, არის თუ არა სკრინინგი კიბოს პრევენციის საშუალება, სკრინინგის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობის, პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა და ასაკობრივი კრიტერიუმების დადგენა.

 აქცია მიმართულია დაავადებათა სკრინინგის პროგრამის თაობაზე ცნობიერების ამაღლებისა და იმ უფასო გამოკვლევების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისკენ, რომელსაც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სრულად აფინანსებს ქალაქ თბილისის მერია.

ეროვნული სკრინინგ ცენტრის მიზანია ადრეული დიაგნოსტიკის გზით სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია, რაც მრავალ გადარჩენილ სიცოცხლეს ნიშნავს.