GNSC - National Screening Center
  • Home
  • Contact
  • Sitemap
  • Facebook
       
ა(ა)იპ ეროვნული სკრინინგ ცენტრი დაფუძნებულია თბილისის მერიის მიერ 2008 წელს. ცენტრის მიზანია სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკის გზით.  დაფუძნებიდან მცირე ხანში, ეროვნული... ვრცლად
ჩვენთვის ქველმოქმედება გადარჩენილ სიცოხლეს მიშნავს, თქვენთვის კი მადლიერების ასეთ სიტყვებს: "თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ" – ეს ჩანაწერი სკრინინგის პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთმა ქალბატონმა თქვენ, ქველმოქმედებს... ვრცლად

ჯანდაცვის სფეროს იაპონელი ექსპერტები ეროვნულ სკრინინგ ცენტრში


ეროვნულ სკრინინგ ცენტრს კომპანია "ნომურა რესერჩ ინსტიტუტის” ჯანდაცვის სფეროს ექსპერტ–კონსულტანტი მაიუკო ტანიგუჩი და იაპონიის სამედიცინო სავაჭრო კონსალტინგის მმართველი დირექტორი ქაზუჰიკო ქიზიმა ესტუმრნენ.

კომპანია "ნომურა რესერჩ ინსტიტუტი” იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) დაკვეთით,საქართველოში სამომავლო თანამშრომლობისთვის მიმართულებების შესამუშაველად და პროექტების განსახორციელებლად გარემოს სწავლობს.

სტუმრები ცენტრის მუშაობას ადგილზე გაეცნენ და სკრინინგ ცენტრის დირექტორისგან ეთერ კიღურაძისგან ცენტრის მუშაობის სპეციფიკაზე, სკრინინგის პროგრამებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ინფორმაცია მიიღეს.

იაპონელ სტუმრებთან შეხვედრაზე იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე, თანამედროვე მეთოდების, პრაქტიკასა და ინოვაციურ მიდგომებზე პროექტების განხორციელების საკითხებზე ისაუბრეს. ასევე, ყურადღება გაამახვილდა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის მხარიდან საგრანტო დახმარების თემებზე, რაც გულისხმობს ეროვნული სკრინინგ ცენტრის ახალი ფილიალის როგორც მაღალი ხარისხის სამედიცინო აპარატურით აღჭურვას, ისე, ტექნიკურ უზრუნველყოფას.

ამასთან, ეთერკიღურაძის განცხადებით, ორგანიზაციის მზადყოფნა, რომ ხელი შეუწყოს ეროვნულ სკრინინგ ცენტრს განვითარებაში, კიდევ უფრო გააღრმავებს საქართველოსა და იაპონიის ურთიერთობებს ჯანდაცვის სფეროში, ხელს შეუწყობს ახალი კონტაქტების დამყარებას და კიბოს სკრინინგის პროგრამის განვითარებას როგორც ჩვენს ქვეყნაში, ისე, რეგიონის მასშტაბით. თავის მხრივ,მაიუკო ტანიგუჩიმ სკრინინგ ცენტრს განვითარების თვალსაზრისით მხარდაჭერა აღუთქვა.