GNSC - National Screening Center
  • Home
  • Contact
  • Sitemap
  • Facebook
       
ა(ა)იპ ეროვნული სკრინინგ ცენტრი დაფუძნებულია თბილისის მერიის მიერ 2008 წელს. ცენტრის მიზანია სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკის გზით.  დაფუძნებიდან მცირე ხანში, ეროვნული... ვრცლად
ჩვენთვის ქველმოქმედება გადარჩენილ სიცოხლეს მიშნავს, თქვენთვის კი მადლიერების ასეთ სიტყვებს: "თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ" – ეს ჩანაწერი სკრინინგის პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთმა ქალბატონმა თქვენ, ქველმოქმედებს... ვრცლად

თბილისში ტრენინგი -„კოლპოსკოპიის გაღრმავებული კურსი“ მიმდინარეობს


მეორე დღეა ქ. თბილისში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სასწავლო-სატრენინგო ცენტრში ტრენინგი -„კოლპოსკოპიის გაღრმავებული კურსი“(Advance Colposcopy Course) მიმდინარეობს.

ორდღიანი კურსის ფარგლებში ევროპის კოლპოსკოპიის ფედერაციის მოწვეული ექსპერტები ფინეთიდან, ავსტრიიდან, ინგლისიდან და ლატვიიდან, ამ სფეროში მოღვაწე ქართველ პროფესიონალებთან ერთად ქართველ მეან-გინეკოლოგებს, რეპროდუქტოლოგებს და ონკო-გინეკოლოგებს, ასევე, სკრინინგულ პროგრამაში მომუშავე ექიმებს ამ მიმართულებით თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს უზიარებენ და დარგის განვითარებისთვის კონკრეტულ ხედვებს წარადგენენ, რაც ხელს უწყობს მათი პროფესიული ცოდნის ამაღლებას. ტრენინგზე სხვადასხვა ქვეყნების გაიდლაინების, დაავადებების მიმდინარეობის თავისებურებების, მკურნალობის სხვადასხვა ვარიანტებისა და მიდგომების, აგრეთვე, კერძო შემთხვევების განხილვასთან ერთად, მიმდინარეობს მკურნალობის მეთოდების შესახებ ვიდეოების ჩვენება,

ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები.

ღონისძიება ეროვნული სკრინინგ ცენტრის, ევროპის კოლპოსკოპიის ფედერაციის (EFC) და საქართველოს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიისა და კოლპოსკოპიის საზოგადოების ორგანიზებით საქართველოში პირველად იმართება.