NSC - ეროვნული სკრინინგ ცენტრი
GNSC - National Screening Center
  • Home
  • Contact
  • Sitemap
  • Facebook
       
ა(ა)იპ ეროვნული სკრინინგ ცენტრი დაფუძნებულია თბილისის მერიის მიერ 2008 წელს. ცენტრის მიზანია სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკის გზით.  დაფუძნებიდან მცირე ხანში, ეროვნული... ვრცლად
ჩვენთვის ქველმოქმედება გადარჩენილ სიცოხლეს მიშნავს, თქვენთვის კი მადლიერების ასეთ სიტყვებს: "თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ" – ეს ჩანაწერი სკრინინგის პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთმა ქალბატონმა თქვენ, ქველმოქმედებს... ვრცლად

ჩეხმა ექსპერტებმა ეროვნული სკრინინგ ცენტრის ლაბორატორიის მუშაობა დადებითად შეაფასეს

ჩეხეთის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიამ ეროვნული სკრინინგ ცენტრის ციტოლოგიური ლაბორატორიის მუშაობა დადებითად შეაფასა და დასკვნაში ხაზი გაუსვა მისი მაღალ სანდოობას და საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობას.

ეროვნული სკრინინგ ცენტრის ციტომორფოლოგიური ლაბორატორიის მუშაობის ხარისხის კონტროლის, ციტოლოგიური მინების შეღებვის ხარისხისა და დიაგნოსტიკური სიზუსტის შეფასების მიზნით, ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის, ასევე ფარისებრი ჯირკვლის ციტოლოგიური მინები სისტემატურად იგზავნება ჩეხეთის, პალაკის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის, ოლომოუცის კლინიკური და მოლეკულური პათოლოგიის დეპარტამენტში.

2018 წლის იანვარში, მორიგი შეფასების მიზნით გაგზავნილი ციტოლოგიური მინების შეღებვის ხარისხი ჩეხი ექსპერტების მიერ შეფასდა, როგორც კარგი, ხოლო დიაგნოსტიკურ სიზუსტეს ისინი სრულად დაეთანხმნენ.