GNSC - National Screening Center
  • Home
  • Contact
  • Sitemap
  • Facebook
       
ა(ა)იპ ეროვნული სკრინინგ ცენტრი დაფუძნებულია თბილისის მერიის მიერ 2008 წელს. ცენტრის მიზანია სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკის გზით.  დაფუძნებიდან მცირე ხანში, ეროვნული... ვრცლად
ჩვენთვის ქველმოქმედება გადარჩენილ სიცოხლეს მიშნავს, თქვენთვის კი მადლიერების ასეთ სიტყვებს: "თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ" – ეს ჩანაწერი სკრინინგის პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთმა ქალბატონმა თქვენ, ქველმოქმედებს... ვრცლად

სკრინინგის პროგრამის შესახებ SOS ბავშვთა სოფლში ლექცია გაიმართა




საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის კვირეულის ფარგლებში, ეროვნულმა სკრინინგ ცენტრმა, „SOS ბავშვთა სოფლის“ ოჯახის გაძლიერების პროგრამის ბენეფიციარებისთვის, ლექცია გამართა.

ეროვნული სკრინინგ ცენტრის ექიმ-გინეკოლოგმა, ნანა გვეტაძემ სოციალურად დაუცველ დედებს მიაწოდა ინფორმაცია საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკების, მისი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესახებ, ხოლო ცენტრის დირექტორმა, ეთერ კიღურაძემ დეტალურად მიმოიხილა დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ყველა ის კომპონენტი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას აძლევს უფასო გამოკვლევები ჩაიტარონ.


„SOS ბავშვთა სოფლის“ ბენეფიციარებს, ასევე, გადაეცათ საინფორმაციო მასალა კიბოს პრევენციის, ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის მნიშვნელობის შესახებ. ეროვნული სკრინინგ ცენტრი, უკვე მეორე წელია, რაც ოჯახის გაძლიერების პროგრამის ფარგლებში „SOS ბავშვთა სოფელთან“ თანამშრომლობს.