GNSC - National Screening Center
  • Home
  • Contact
  • Sitemap
  • Facebook
       
ა(ა)იპ ეროვნული სკრინინგ ცენტრი დაფუძნებულია თბილისის მერიის მიერ 2008 წელს. ცენტრის მიზანია სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკის გზით.  დაფუძნებიდან მცირე ხანში, ეროვნული... ვრცლად
ჩვენთვის ქველმოქმედება გადარჩენილ სიცოხლეს მიშნავს, თქვენთვის კი მადლიერების ასეთ სიტყვებს: "თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ" – ეს ჩანაწერი სკრინინგის პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთმა ქალბატონმა თქვენ, ქველმოქმედებს... ვრცლად

ეროვნული სკრინინგ ცენტრის კიდევ ერთი საერთაშორისო წარმატება




ეროვნული სკრინინგ ცენტრის ექიმებმა - თამარ ალიბეგაშვილმა, თამუნა გოგოლაძემ და ქეთევან მანჯგალალძემ წარმატებით გაიარეს კოლპოსკოპიისა და საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის საერთაშორისო ფედერაციის (IFCPC), კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს (IARC) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ ორგანიზებული საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის  დისტანციური სწავლების კურსი და ჩააბარეს ფინალური (ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური) გამოცდა (OSCE), რომელიც  გაიმართა საფრანგეთში, ქალაქ ლიონში.

6 თვიანი დისტანციური სწავლების კურსი მოიცავდა აუცილებელი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის სრულ სპექტრს, რომელიც მნიშვნელოვანია საშვილოსნოს ყელის კიბოს მართვისათვისა და კოლპოსკოპიური კვლევებისათვის.

IFCPC-ისა და IARC-ის ექსპერტებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ეროვნული სკრინინგ ცენტრის ექიმების მაღალი კვალიფიკაცია და წარმატების ნიშნად მათ სერტიფიკატები გადასცეს.

ამავე დროს, ეროვნული სკრინგ ცენტრი გახდა აღნიშნული საერთაშორისო კურსის სასწავლო-სატრენინგო ბაზა, ხოლო თამარ ალიბეგაშვილს მიენიჭა საერთაშორის ტრენერის წოდება, რაც მას აძლევს არა მარტო ქართველი ექიმების, არამედ  უცხოელი კოლეგების დახელოვნების შესაძლებლობას საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის საკითხებში - საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად.