GNSC - National Screening Center
  • Home
  • Contact
  • Sitemap
  • Facebook
       
ა(ა)იპ ეროვნული სკრინინგ ცენტრი დაფუძნებულია თბილისის მერიის მიერ 2008 წელს. ცენტრის მიზანია სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკის გზით.  დაფუძნებიდან მცირე ხანში, ეროვნული... ვრცლად
ჩვენთვის ქველმოქმედება გადარჩენილ სიცოხლეს მიშნავს, თქვენთვის კი მადლიერების ასეთ სიტყვებს: "თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ" – ეს ჩანაწერი სკრინინგის პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთმა ქალბატონმა თქვენ, ქველმოქმედებს... ვრცლად

საერთაშორისო სემინარი საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მართვის და კლინიკურ საკითხებზე



24-26 ოქტომბერს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა საერთაშორისო სემინარი საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მართვის და კლინიკურ საკითხებზე.

ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და  საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მუნიციპალური პროგრამის მიმწოდებელი სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სემინარი ჩაუტარეს ირლანდიის ნაციონალური სკრინინგის ცენტრის და ევროპის საშვილოსნოს ყელის კიბოს ასოციაციის ექსპერტებმა. ეს სემინარი ნაწილია უფრო ფართომასშტაბიანი თანამშრომლობისა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და თბილისის მერიას შორის, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამების მართვის და კლინიკური ხარისხის გაუმჯობესებას.

სემინარი მიზნად ისახავდა, საშვილოსნოს ყელის კიბოს ორგანიზებული სკრინინგის მოდელის დანერგვისა და სკრინინგის ეროვნული პროგრამის ხარისხიანი და ეფექტური  მართვის ხელშეწყობას.

3 დღიანი სემინარის დასასრულს, მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.