GNSC - National Screening Center
  • Home
  • Contact
  • Sitemap
  • Facebook
       
ა(ა)იპ ეროვნული სკრინინგ ცენტრი დაფუძნებულია თბილისის მერიის მიერ 2008 წელს. ცენტრის მიზანია სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკის გზით.  დაფუძნებიდან მცირე ხანში, ეროვნული... ვრცლად
ჩვენთვის ქველმოქმედება გადარჩენილ სიცოხლეს მიშნავს, თქვენთვის კი მადლიერების ასეთ სიტყვებს: "თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ" – ეს ჩანაწერი სკრინინგის პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთმა ქალბატონმა თქვენ, ქველმოქმედებს... ვრცლად

ეროვნული სკრინინვ ცენტრის დირექტორმა თანამშრომლებს სამომავლო გეგმები გააცნო




„ჩემთვის ამ ცენტრის ხელმძღვანელობა არის უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივი, განსაკუთებით ბატონი რემა ღვამიჩავას შემდეგ. მით უფრო, რომ უნდა ვითანამშრომლო პროფესიონალების გუნდთან, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ“,
- ამ სტიყვებით დაიწყო შეხვედრა ეროვნული სკრინინგ ცენტრის თანამშრომლებთან, რომელთაც ორგანიზაციის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ სამომავლო გეგმები და ხედვები გააცნო.

ეთერ კიღურაძის განცხადებით, დაგეგმილია დაავადებათა სკრინინგის პროგრამით გათვალისწინებული სერვისების უფრო მეტად დახვეწა-განვითარება და ამ მიმართულებით გადადგმულია კონკრეტული ნაბიჯები. კერძოდ, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგის თემა განიხილება მუნიციპალურ დონეზე, ახალ, 2018 წლის პროგრამების პროექტში; მიმდინარეობს მუშაობა ადგილობრივ და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ეროვნულ სკრინინგ ცენტრში არსებული სამედიცინო აპარატურის განახლების მიზნით; დაწესებულების უდიდესი ინტელექტუალური პოტენციალისა და გამოცდილების გათვალისწინებით, განიხილიება ეროვნული სკრინინგ ცენტრის ბაზაზე საერთაშორისო დონის ტრენინგ ცენტრის გახსნის იდეა, რომელიც მიმართული იქნება ახალგაზრდა თაობის დახელოვნებისკენ; მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურებთან მათი თანამშრომლების სკრინინგის პროგრამაში ჩართვის კუთხით, რაც ხელს შეუწყობს პროგრამული მოცვის მაჩვენებლების გაზრდას; ასევე, ინტენსიური მუშობა მიმდინარეობს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის მიზნითაც.

ჩემთვის ეს პოზიცია არ არის პოზიციისთვის, არის მხოლოდ და მხოლოდ საქმისთვის. მინდა თქვენთან დავდო პირობა, რომ მე, როგორც ხელმძღვანელი, ყველაფერს გავაკეთებ, იმისთვის, რომ ეროვნული სკრინინგ ცენტრი დადგეს ფეხზე, წავიდეს წინ და მეტად განვითარდეს.

მინდა გითხრათ, რომ ჩემი კარი მუდამ ღიაა თქვენთვის ყველანაირი თემის განსახილველად, ნუ დაელოდებით ასეთ დიდ შეხვედრას, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გავიაროთ თქვენთვის საინტერესო ნებისმიერი საკითხი,“ - განაცხადა ეთერ კიღურაძემ შეხვედრის დასასრულს.

ეთერ კიღურაძე, ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორად დანიშვნამდე, იყო ამავე ორგანიზაციის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი და სერვისების განვითარების მენეჯერი (2015-2017);

2015 წლის - დეკემბრამდე - ტესტირებისა და ბიზნეს პროცესების მართვის სამმართველოს უფროსი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

2012-2015 - ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამების სამმართველოს უფროსი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

2011-2012 - მთავარი სპეციალისტი, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

2008-2011 - სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, BLS (სიცოცხლის გადარჩენის ძირითადი მეთოდები), ACLS (დახვეწილი კარდიოვასკულური დახმარება) კურსების ტრენერი, ამერიკის გულის ასოციაციის (AHA) ტრენინგ საიტი; თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი;

2006-2008 - სამკურნალო დარგის მენეჯერი, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი;

2002-2006 - სამედიცინო ბრიგადის ხელმძღვანელი ექიმი, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი;

2001-2004 - ექიმი რეზიდენტი, შპს „კარდიოლოგიური კლინიკა“

არის სასწავლო კურსებისა („ელექტროკარდიოგრაფია და დეფიბრილაცია“, „გადაუდებელი სამედიცინო დახმარება“) და სახელმძღვანელოს ავტორი. 

დამთავრებული აქვს თბილისის სამედიცინო აკადემიის სამკურნალო ფაკულტეტი და რეზიდენტურის კურსი ექიმ-კარდიოლოგის კვალიფიკაციით.