GNSC - National Screening Center
  • Home
  • Contact
  • Sitemap
  • Facebook
       
ა(ა)იპ ეროვნული სკრინინგ ცენტრი დაფუძნებულია თბილისის მერიის მიერ 2008 წელს. ცენტრის მიზანია სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკის გზით.  დაფუძნებიდან მცირე ხანში, ეროვნული... ვრცლად
ჩვენთვის ქველმოქმედება გადარჩენილ სიცოხლეს მიშნავს, თქვენთვის კი მადლიერების ასეთ სიტყვებს: "თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ" – ეს ჩანაწერი სკრინინგის პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთმა ქალბატონმა თქვენ, ქველმოქმედებს... ვრცლად

ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ, კომპანია „პეპსიკოში“ დაავადებათა სკრინინგის პროგრამის შესახებ ლექცია გამართა




ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ, კომპანია „პეპსიკოში“ დაავადებათა სკრინინგის პროგრამის შესახებ ლექცია გამართა. მან კომპანიის თანამშრომლებს მიაწოდა ინფორმაცია იმ უფასო გამოკვლევების თაობაზე, რომლებსაც თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის სრულად აფინანსებს თბილისის მერია.

ამასთანავე, კომპანიის 300-მდე თანამშრომელს ეროვნულმა სკრინინგ ცენტრმა გადასცა საინფორმაციო-ბეჭდური მასალა ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, მსხვილი ნაწლავის, პროსტატის, სკოლიოზისა და ბრტყელტერფიანობის სკრინინგის შესახებ.

ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორის ეთერ კიღურაძის განცხადებით, „პროფილაქტიკური გამოკვლევებით ნებისმიერი დაავადების და მათ შორის კიბოს თავიდან აცილებაა შესაძლებელი. სკრინინგის პროგრამისა და ჩვენი მიზანიც სწორედ ის გახლავთ, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გააცნობიეროს დაავადებასთან დაკავშირებული რისკები და მათი მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობები, რომელთა შორის უმთავრესი ადგილი, მთელს მსოფლიოში, სკრინინგის პროგრამებს ენიჭებათ.“

დაავადებათა სკრინინგის პროგრამის შესახებ ლექცია, ორგანიზებული იყო კომპანია „პეპსიკოს“ ჯანმრთელობის დღის ფარგლებში.