GNSC - National Screening Center
  • Home
  • Contact
  • Sitemap
  • Facebook
       
ა(ა)იპ ეროვნული სკრინინგ ცენტრი დაფუძნებულია თბილისის მერიის მიერ 2008 წელს. ცენტრის მიზანია სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკის გზით.  დაფუძნებიდან მცირე ხანში, ეროვნული... ვრცლად
ჩვენთვის ქველმოქმედება გადარჩენილ სიცოხლეს მიშნავს, თქვენთვის კი მადლიერების ასეთ სიტყვებს: "თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ" – ეს ჩანაწერი სკრინინგის პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთმა ქალბატონმა თქვენ, ქველმოქმედებს... ვრცლად

ეროვნული სკრინინგ ცენტრი მონაწილეობას იღებდა თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალში

ეროვნული სკრინინგ ცენტრი მონაწილეობას იღებდა თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალში. 4 დღის განმავლობაში, ცენტრის თანამშრომლებმა გაავრცელეს საინფორმაციო-ბეჭდური მასალა დაავადებათა სკრინინგის პროგრამის შესახებ.

დაავადებათა სკრინინგის პროგრამით, თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასოა:

 

  • ძუძუს გამოკვლევები - 40-დან 70 წლის ჩათვლით;
  • საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები - 25-დან 60 წლის ჩათვლით;
  • პროსტატის გამოკვლევა - 50-დან 70 წლის ჩათვლით;
  • მსხვილი ნაწლავის გამოკვლევები - 50-დან 70 წლის ჩათვლით;
  • სკოლიოზის გამოკვლევა - 10–დან 18 წლის ჩათვლით;
  • ბრტყელტერფიანობის სკრინინგი - 4–დან 15 წლის ჩათვლით.

 

დარეკეთ ნომერზე (032) 2-20-35-35 და ჩაეწერეთ!

ეროვნული სკრინინგ ცენტრის მისამართები:
დიდუბე, აკ.წერეთლის 69;
ვარკეთილი, კალოუბნის 12.

დაავადებათა სკრინინგის პროგრამას, თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის, სრულად აფინანსებს თბილისის მერია.

უფრო მეტი იხილეთ აქ.